გლდანში ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩაინგრა
Pirveliradio Ge
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა. შემთხვევა ღამით მოხდა, მას მსხვერპლი არ მოყოლია. გზის ნაწილი იმ ადგილას ჩავარდა, სადაც ქართული ოცნების მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ლევან კობიაშვილის საარჩევნო ბანერი მდებარეობს.