ავღანეთში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა ავღანეთის პროვინცია ღაზნიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.
უცხოური მედიის ცნობით, პროვინციის გუბერნატორი მომხდარზე პასუხისმგებლობას რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანს“ აკისრებს. ადმინისტრაციის განცხადებით, ავტომობილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ დაჯგუფების წევრებმა დაამაგრეს. თუმცა, „თალიბანს“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია.