გამტაცებელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალიდან გატაცებული მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, გამტაცებელმა გაათავისუფლა.
უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, მიიმალა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30906192.html
#ახალი_ამბები
#twitter