პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი

Kutaisi Daily

ხონში, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც- შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი. "პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურ რეჟიმში, მათხოჯი-ხიდი-გორდა-კინჩხას გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს,"-აცხადებენ ხონის მერიაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #გზები #kutaisidaily topnews