გაუგებარია რატომ რჩება შეზღუდვები, რაც ავტომობილში ოჯახის წევრების ერთად ყოფნას კრძალავს-ბურჯანაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143938
გაუგებარია რატომ რჩება ის შეზღუდვები, რაც ავტომობილში ოჯახის წევრების ერთად ყოფნას კრძალავს - ამის შესახებ განცხადება, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა. ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია კომენდანტის საათი საერთოდ რა საჭირო იყო.
„კარგია, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები თანდათან მცირდება, თუმცა კვლავ გაუგებარია რატომ რჩება ის შეზღუდვები, რაც ავტომობილში ოჯახის წევრების ერთად ყოფნას კრძალავს. კომენდანტის საათი საერთოდ რა საჭირო იყო ეს ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია. რას ეუბნება ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვისაც პირადი ავტომობილები არ ჰყავთ? როგორ უნდა გადაადგილდნენ ეს ადამიანები? ან სამსახურში როგორ უნდა წავიდნენ? ან შვილებმა მშობლები როგორ უნდა მოინახულონ?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.