გიორგი რურუას პროცესი ჩხრეკა-დაკავებაში მონაწილე პოლიციელის დაკითხვით გრძელდება
On.ge
დღეს, 25 მაისს მთავარი არხის დამფუძნებლის, გიორგი რურუას სასამართლო სხდომა პოლიციელის დაკითხვით გრძელდება. დაცვის მხარის თქმით, ეს არის მოწმე, რომელმაც რურუას მანქანა გაჩხრიკა და ბრალდებული დააკავა.
“დღეს დაიკითხება ბექა მახარაძე, პირი რომელმაც უშუალოდ ჩაუდო ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუას. ის არის მნიშვნელოვანი მოწმე და ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ გამოვააშკარაოთ მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ზოგადად ბრალდების მხარის მიერ ჩადენილი დანაშაული”, — ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
#news
#politics
https://on.ge/story/56787-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90