მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული მდგომარეობა ა.წ. 21 ნოემბრის მოცემულობით:

Interworld

- რუსეთის თავდაცვის მინისტრის ა.წ. 21 ნოემბრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოები სრულად განლაგდნენ; - ა.წ. 20 ნოემბერს, რუსმა სამშვიდობოებმა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მთიანი ყარაბაღის რეგიონის ქალაქ სტეფანაკერტის მიმართულებით იძულებით გადაადგილებული პირების 23 ერთეული ავტობუსისა და 250 ერთეული პირადი ავტომობილის ესკორტირება განახორციელეს; - ა.წ. 14 ნოემბრიდან დღემდე, 6000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა ქალაქ სტეფანაკერტში; - ა.წ. 20 ნოემბერს, 18-მა ერთეულმა IL-76-მა და 2-მა ერთეულმა AN-124-მა (სამხედრო-საჰაერო ტრანსპორტი) 33 ცალი სპეციალური დანიშნულების მოწყობილობა გადაიტანეს სომხეთის რესპუბლიკაში, შემდგომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში განთავსებული რუსი სამშვიდობოებისთვის გადასაცემად. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Russia #Nagorno #Karabakh #conflict #daily #brief #interworld