აშშ-მა დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დაღუპულთა რაოდენობა აჭარბებს 300,000-ს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ორშაბათს, 14 დეკემბერს აშშ-მა დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 300,000-ს გადააჭარბა.
აშშ-ში იმუნიზაციის პროგრამის დაწყება დაემთხვა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხელახალი "ლოკდაუნის" ამოქმედებას, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო. ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური პანდემიის დასრულებამდე კვლავაც დიდი გზაა გასავლელი.
ნიუ-იორკელი მედდა, სანდრა ლინდსი გახდა პირველი ადამიანი ამერიკაში, რომელსაც გაუკეთეს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა, რაც ტელევიზიით ცოცხალ ეთერში გადაიცემოდა. ექვსი დღით ადრე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო ბრიტანეთში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31000681.html
#ახალი_ამბები
#twitter