ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოსიარულე ადგილზე დაიღუპა
Zugdidi Daily
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ველოსიპედისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#პოლიცია
#სამართალი
#ავარია
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი