აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის საშემოდგომო სესია დაიხურა
Sokhumi Daily
18 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
სესიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილებოდა:
1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალური სოლიდარობის აქციის 2021 წლის ბოლომდე გაგრძელების თაობაზე;
2. 2020 წლის საშემოდგომო სესიის დახურვა.
"უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წინადადებას სოციალური სოლიდარობის აქციის 2021 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ." - წერია უწყების ვებ-გვერდზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა