ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 52 ადამიანს დაუდასტურდა
Sokhumi Daily
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში კორონავირუსი 52 ადამიანს დაუდასტურდა. მათივე განცხადებით, ტესტი სულ 172 პირს გაუკეთეს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 66 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 63-ს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს. მათგან 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 17-ს საშულო.
საოკუპაციო ძალების ინფორმაციით, აფხაზეთში სულ 726 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 დაიღუპა.
ბოლო 24 საათში აქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 562;
გამოჯანმრთელებულია - 1 369;
მათ შორის გარდაცვლილია - 19;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 633;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.
წყარო: მთავარი
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
-
#აფხაზეთი #საქართველო #აფხაზეთისაქართველოა #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #ახალიამბები #კორონა #კორონავირუსი
#აფხაზეთიდან
#კორონავირუსი_
#სტატისტიკა