ტრამპი: როგორ შეიძლება ქვეყანა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მართოს?

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხალხის 78%-მა იცის, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. „როგორ შეიძლება გამარჯვება მისცენ მას, ვინც თითოეულ გადამწყვეტ შტატში არჩევნები ასიათასობით კანონიერი ხმით წააგო? როგორ შეიძლება ქვეყანა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მართოს?“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე. რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო. ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.