ბასა ფოცხიშვილის პროექტი სსუ!!!

Tbilisi Daily

ბასა ფოცხიშვილმა ახალი პროექტი შექმნა, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. რეჟისორმა ის მამის, ქართველი პოეტის მორის ფოცხიშვილის ხსოვნას მიუძღვნა. მას 90 წელი შეუსრულდებოდა. „დღეს არის მამაჩემის, მორის ფოცხიშვილის დაბადების დღე – 90 წლისთავი. ვინაიდან პანდემიაა და ხალხმრავალი ღონისძიებები არ შეიძლება, გადავწყვიტე ამ ფორმით ამეღნიშნა მისი იუბილე. სულ მწყდებოდა გული, რადგან ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია, ვგულისხმობ საიუბილეო ღონისძიებებს, მაგრამ მამა ჩემი ნაწილია, სათუთი თემაა ჩემთვის და მერიდება ვინმეს რაიმე ვთხოვო. წელს გადაწყვეტილი მქონდა, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიების გაკეთებას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მალე გამოვა მორის ფოცხიშვილის ოთხტომეული, რომელსაც „მაგთი“ გამოსცემს, ამ წიგნის პრეზენტაცია მქონდა დაგეგმილი, მაგრამ… რაც შეეხება ამ ვიდეორგოლს, ერთი კვირის წინ, დამკრა თავში და მოკლე პერიოდში შეიქმნა. ეს არის ის, რაც მორისს ყველაზე მეტად მოეწონებოდა. ყველა მეგობარი გვერდით დამიდგა, ასე, რომ ეს ყველას პროექტია“, - უთრა „პრაიმტაიმს“ ბასა ფოცხიშვილმა. ბასაფოცხიშვილი მორისფოცხიშვილი პროექტი TbilisiDaily