რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე ინფიცირებულს მწვავე პნევმონია აღენიშნება
Tbilisi Daily
რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.
საავადმყოფოში მკურნალობას 38 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.
რამდენიმე ინფიცირებულს მწვავე პნევმონია აქვს, თუმცა მართვით სუნთქვაზე ამ ეტაპამდე არც ერთი მათგანი იმყოფება.
„ამ დროისთვის 68 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, აქედან 38 პაციენტს დადასტურებული კოვიდინფექცია აქვს. როგორც იცით, ჩვენგან უკვე დაიწყო გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც. ამ დილას სამმა დატოვა კლინიკა. რეტესტირების რეჟიმში კიდევ რამდენიმე პაციენტია დღეს და თუ დადასტურდება, ხუთამდე პაციენტს ხვალაც გავუშვებთ, რომლებსაც ზედიზედ ნეგატიური პასუხი ექნებათ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რამდენიმეს პნევმონია აქვს დადგენილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ლევანგოფოძე
#tbilisidaily