სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია ასევე 2 მოქალაქე,ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომაროება მძიმეა.
თურქული მედიის ცნობით, ინციდენტი ბაშაქშეჰირში მოხდა.დაპირისპირება მაღაზიასთან დაიწყო და ჩხუბში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.