კახეთის რეგიონში COVID19-ით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა
Tbilisi Daily
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
77 წლის კაცი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.
ხანდაზმული გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო და მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის დიაბეტი და ანემია. სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარება გახდა მიზეზი, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეს გარდაცვალების 21-ე შემთხვევაა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.