რუსთავის  სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

Tbilisi Daily

რუსთავის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პატიმარი გაიქცა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, პატიმარი სასამართლოს წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შევარდა. თვითმხილველების ცნობით, პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული რამდენიმე წუთში ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დააკავეს.