სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
Tbilisi Daily
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 2 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა
ლელა ხურციძემ
განაცხადა. ხურციძის ინფორმაციით გასული 24 სთ მანძილზე სტაციონარში ცხელების სიმპტომით 2 ახალი პაციენტი შევიდა.
პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები დღეს გახდება ცნობილი