განახლებული კოვიდ მონაცემები აჭარაში
Sokhumi Daily
აჭარის ჯანდაცვის სამინისიტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 169 პირი, ხოლო გარდაიცვალა 2 პაციენტი.
უწყების ინფორმაციით, გარდაიცვალა 63 წლის კაცი და 55 წლის ქალი.
აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკებში 567 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არის 15 არასრულწლოვანი და 26 ორსული. საწოლფონდის რაოდენობა 46 - ს შეადგენს.
კოვიდმიმღებ სასტუმროებში რჩება 822 პირი, მათგან არასრულწლოვანი - 76. აჭარაში ბინაზე 1200-მდე პირი მკურნალობს. რეანიმაციაში კი, 55 პირია მოთავსებული.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი