ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია აჭარაში

Tbilisi Daily

შუახევის მუნიციპალიტეტში სამ თემთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 6500 მეტრი ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციისთვის 3 699 999 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, დამცავი ზღუდარები და ბეტონის საყრდენი კედელი.