გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი ხდება
Batumi Daily
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, უახლოეს დღეებში ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად იმოძრავებს.
შეიცვლება პარკირების წესებიც: ავტომანქანების გაჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს.
მარცხენა მხარეს კი, ჯავახიშვილი ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. მათი ზოლის დახაზვა გორგილაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია.
"გორგილაძის ქუჩაზე ამ კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს საგზაო ნიშნების მონტაჟიც" - აცხადებენ მერიაში.
ქალაქ ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგზაო ნიშნების მონტაჟი დასრულდა და მოძრაობის მიმართულება უკვე შეიცვალა გორგასლის ქუჩაზე. გადაადგილება კვლავ ცალმხრივია, თუმცა საპირისპირო მიმართულებით – გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
უწყების ცნობით, მოძრაობის ახალი სქემის ფარგლებში საგზაო ნიშნების მონტაჟი ეტაპობრივად გაგრძელდება. მოძრაობის წესებიც ეტაპობრივად 15 დეკემბრამდე შეიცვლება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში