მედიის ცნობით მთიან ყარაბაღში დაპირისპირებას 95 ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას კიდევ 26 მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი საერთო ჯამში 84-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, 11-მდე გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, აქედან 9 აზერბაიჯანში, 2 კი სომხეთში დაიღუპა და საერთო ჯამში დაპირისპირებას უკვე 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.