რემდესივირი შეკვეთილი გვაქვს გილიადთან, იმედი გვაქვს, ქვეყანას ექნება - გამყრელიძე
Pirveliradio Ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს გილიადთან რემდესივირი უკვე შეკვეთილი აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა პრეპარატი ექნება.
"არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, თუმცა ამავე დროს ძალიან დამაიმედებელი ამ პრეპარატთან დაკავშირებით", - აღნიშნა გამყრელიძემ.
გილიადმა აღნიშნული პრეპარატი 2015 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს შექმნეს, თუმცა წარმატებული არ აღმოჩნდა. ამ ეტაპისთვის რემდესივირი ხელმისაწვდომი არაა.