რა პირობებით აღუდგენენ ბალდის ეკლესიის წინამძღვარს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას?
Tbilisi Daily
ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ბალდის ეკლესიის წინამძღვარს მამა ათინოგენეს საღმრთო ლიტურგიის ჩატარების უფლებას მაშინ აღუდგენს, როცა სასულიერო პირი მიტევებას ითხოვს და უწმინდესს ლოცვებში მოიხსენიებს. ასე გამოეხმაურა მეუფე გრიგოლ კაცია მის ეპარქიაში შემავალი ბალდის ეკლესიის წინამძღვრისთვის საღმრთო ლიტურგიის შეჩერება-აღდგენის საკითხს.
,,ეკლესიაში არის იერარქია, ეკლესიაში არის ტიპიკონი, რჯული და ზოგადად ვინც დადის ეკლესიაში უნდა იცოდეს რომ ყველა მღვდელმსახურება, ყველა მღვდელი, უნდა აიღოს კურთხევა თუ ნათლობაა, თუ ჯვრისწერაა მითუმეტეს თუ წირვაა უნდა აიღოს კურთხევა ეპისკოპოსისგან. არ შეიძლება მსახურება ჩატარდეს ეპისკოპოსის გარეშე.
სრულყოფილი მსახურება არის იქ, სადაც ეპისკოპოსია არის. არქიმანდრიტი, ათინოგენე აღიკვეცა პატრიარქის ლოცვა კურთხევით. მღვდლად აკურთხეს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, იღუმენობის ხარისხი მიანიჭეს პატრიარქის ლოცვა კურთხევით. ბალდის ეკლესია დაარსდა პატრიარქის ლოცვა კურთხევით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ პატრიარქს საქართველოს ფარგლებს გარეთაც იხსენებიებენ ლოცვებში. გამოდის ერთი არქიმანდრიტი, ბალდაში და ამბობს ვერ მოვიხსენიებო. ეს არის დიდი შეცდომა, დანაშაულია და ეს ისჯება კანონით.
ამ ეტაპზე ის არის მღვდელი და არ აქვს უფლება ჩაატაროს მღვდელმსახურება. წოდება აქვს. მას ქონდა განცდები და მეუბნებოდა რომ პატრიარქის მიმართ აზრები მაწუხებსო.მე ვუთხარი ჩვენი საქმე არის ლოცვა, წირვა და მთავარი სიტყვა ეკლესიაში არის – უფალო შეგვიწყალენ. თუ მეტყვის მოვიხსენებ წირვებზე პატრიარქს და იტყვის შემინდეთო დაუბრუნდება უფლება,”- განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.
news
#მეუფე# გრიგოლი#ჭყონდიდის მიტროპოლიტი#მამა ათინოგენი#ბალდის ეკლესია# წინამძღვარი#ლიტურგია#tbilisidailynewsdaily