ტურინდუსტრიის ალიანსი “მწვანე ზონის” ქვეყნებთან ფრენების აღდგენას ითხოვს
Tbilisi Daily
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ე.წ. “მწვანე ზონის” ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისათვის საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას ითხოვს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოში შექმნილი ეკონომიკის პოსტ-ვირუსული მდგომარეობიდან გამომდინარე ტურისტული სექტორი განსაკუთრებით დაზარალდა. ორგანიზაციაში დარწმუნებული არიან, რომ არსებული ვითარებაში გარდატეხის შეტანა შესაძლებელია მკვეთრი ცვლილებებით.
"აღდგეს რეგულარული ფრენები ე.წ. “მწვანე ზონის” ქვეყნებთან; საქართველოს მოქალაქეებისათვის მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები და მის მაგივრად დაინერგოს PCR ტესტების პრაქტიკა; ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის ეს პოზიცია ადეკვატურად იქნება აღქმული სახელმწიფოს მიერ, რაც მოგვცემს საშუალებას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ერთობლივი ძალებით უკეთესობისკენ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა”, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებაში.