ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19, 61 ადამიანს დაუდასტურდა.
74 წლის პაციენტი კი გარდაიცვალა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 1525 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 12 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.