კახეთში ავტომობილებით მოვაჭრე მოკლეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მკვლელობით დასრულდა ავტომობილის ყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკება  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი. ადგილობრივები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ მოკლული მანქანებით ვაჭრობდა და კონფლიქტი ავტომობილის ფასთან დაკავშირებით დაიწყო. შემთხვევის იმ ტაქსიში მოხდა, რომლითაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები გადაადგილდებოდნენ. მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შს სამინისტროს სავარაუდო ბრალდებული ჯერ არ დაუკავებია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30823412.html #ახალი_ამბები #twitter