ევროკავშირი საქართველოს კოვიდისგან უსაფრთხო ქვეყნის სიიდან ამოიღებს — Reuters

On.ge

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნების სიიდან ამოიღებს. მედია, ასევე, წერს, რომ, საქართველოსთან ერთად, მწვანე ზონის სტატუსს კანადა და ტუნისიც დაკარგავს. განახლებული სია ოფიციალურად კვირის ბოლომდე დამტკიცდება. Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩმა მიიღო. #News https://on.ge/story/67122-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-reuters