გამყრელიძე: კარგი იქნება, რჩევების გარდა ზოგი მათგანი აქ მუშაობაში ჩაებას
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე უცხოეთში მყოფ ქართველ ექიმებს მიმართავს, რომ კარგი იქნება, თუ ისინი საქართველოში მუშაობაში ჩაებმებიან.
„ჩვენ ძალიან ბევრ კარგ რჩევას ვიღებთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისგან. ზოგი იტალიაში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს და ასე შემდეგ, რომლებმაც სერიოზული გამოცდილება მიიღეს. თუ დრო ექნებათ, კარგია, რჩევების გარდა, ზოგი მათგანი აქ მუშაობაში ჩაებას, იმიტომ, რომ შეიძლება, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდეს. მოგეხსენებათ, ექიმის მომზადება ასე მარტივი არ არის და ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში ,,თავისუფალი ხედვა".