სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი გარდაიცვალა. 37 წლის კაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ავარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში გუშინ საღამოს მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.