შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ვეტერან ფეხბურთელს, ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. უზბეკეთის სპორტული გამოცემა tribuna.uz-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი სპეციალისტი გუნდს დროებით ჩამოშორდა, რადგან COVID-19-ზე მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
უზბეკური გამოცემისვე ცნობით, არველაძე თოთხმეტ დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მას ასთმა აქვს, სიტუაცია მეტად სანერვიულოა. დღეს „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანის „შახრ ხორდოს“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დაუპირისპირდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30853755.html
#სპორტის_ახალი_ამბები
#ახალი_ამბები
#twitter