საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენი ოფიციალურად სცნო გამარჯვებულად
ამერიკის ხმა
ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამოაცხადა.
ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვებისთვის, მინიმუმ საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი სჭირდება. ჯო ბაიდენმა 306 ხმა დააგროვა პრეზიდენტმა ტრამპმა კი 232.
რამდენიმე კვირის წინ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის არჩევნების შედეგებს მას შემდეგ აღიარებდა, როცა საარჩევნო კოლეგია გამოაცხადებდა საკუთარ გადაწყვეტილებას. ამ დრომდე ამერიკის მოქმედი, 45-ე პრეზიდენტი არ აკეთებს განცხადებას აღიარებს თუ არა მარცხს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 3 ნოემბრიდან მოყოლებული, პრეზიდენტი ტრამპი და მისი საარჩევნო გუნდი არჩევნების პროცესებში არსებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ მიაჩნიათ, რომ ხმები მოპარულია. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.
პარალელურ რეჟიმში, ამერიკაში უკვე მესამე კვირაა ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ჯო ბაიდენმა თითქმის ყველა წარმყვან თანამდებობაზე დაასახელა კანდიდატები.
https://www.amerikiskhma.com/a/us-electoral-collage-votes-biden-wins-/5699747.html
#ახალი_ამბები