გორისციხეზე საქართველოს დახეული დროშა ფრიალებს

Gori Daily

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი, ვიდეოს ავრცელებს სადაც ჩანს რომ, გორის ციხეზე დროშა დაზიანებულია და კუთხე მოხეული აქვს. "გორის ციხეზე საქართველოს დახეული დროშა ფრიალებს. სირცხვილია გორის მუნიციპალიტეტის მერია", - ასეთი კომენტარი ერთვის ვიდეოს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გორის მერიამ დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საკრებულოს შენობის აივანზე დროშები გადმოფინა და შენობის წინ კი ეროვნული ჰიმნის ფონზე, დროშა აღმართა. როგორც მერიაშ აცხადებენ, დახეული დროშა მალე შეიცვლება. გორი საქართველოსდროშა goridaily