გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა
Tbilisi Daily
პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც პოლიტიკოსის თანაპარტიელი ვეფხია მიქაუტაძე აცხადებს, გოგი წულაის გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
გოგი წულაია ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს.