ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ

Tbilisi Daily

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ექსპერტიზის ბიუროში იდენტიფიცირებისთვის მიასვენებენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გაუჩინარებულ არასრულწოვანს ეძებენ, რომელიც დედ-მამასთან ერთად მეწყერში მოჰყვა. მაშველებმა მანამდე ამავე ტერიტორიაზე ქალის ცხედარიც იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში 200 მაშველი-მეხანძრეა ჩართული, რომლებიც თითქმის 20 საათია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.