"ევროპულმა საქართველომ" გლდანის აქტივს ნიკა მელია წარუდგინა

Pirveliradio Ge

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს. "გლდანში "ევროპული საქართველოს" აქტივს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია წარვუდგინეთ. გლდანში, პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში 5-ს," - წერს უგულავა.