რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი ?
Gori Daily
9 ივნისს გორში მომხდარი ჩუხბის დროს დაშავებული ერეკლე თედლიაშვილი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ წუხელ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვლა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო და იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.
მომხდარ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა 10 ივნისს დააკავეს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული კი 9 ივნისის ღამეს მოხდა, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში". ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ დრომდე საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე 15 სექტემბერს არის ჩანიშნული.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბებია
#სიახლეები
#გორი
#ახალგაზრდა
#goridaily
წყარო - qartli.ge