თამილა დოლიძე მაუწყებლის წინ გამართულ აქციას "პიარად" აფასებს

Batumi Daily

ბოლო ერთი კვირაა, რაც აჭარის ტელევიზიის შენობის წინ აქტივისტი ალექსანდრე მილორავა კარავში შიმშილობს და გიორგი კოხრეიძის გადადგომას ითხოვს. კოხრეიძის სარედაქციო პოლიტიკის შესახებ არაერთხელ დაწერა Batumi Daily-მ და სხვა ქართულმა მედიამ. მოკლედ რომ ვთქვათ, კოხრეიძეს ცენზურასა და განსხვავებული აზრის დევნაში ბრალს დებს როგორც ჟურნალისტთა ნაწილი, ასევე არასამთავრობო სექტორი. აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი "ქართული ოცნების" კვოტით, თამილა დოლიძე მილორავას პროტესტს ასე ეხმაურება: "ეს არის ერთი ადამიანის პროტესტი… არჩევნების წინ ადამიანებს პიარი სჭირდებათ". დოლიძე თვითონაც მუშაობს აჭარის მაუწყებელში, თუმცა მაუწყებელში ცენზურის არსებობს ან მთავრობის გავლენის არსებობას არ იზიარებს. დოლიძის რეპლიკას გამოეხმაურა მოძრაობა "სირცხვილია". "ქალბატონო თამილა, ერთი ადამიანის პროტესტიც პროტესტია და მას დიდი ძალა აქვს. ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ალექსანდრე მილორავას უსამართლობასთან ბრძოლაში" - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ყველას. მაუწყებელი აქცია შიმშილობა თამილა_დოლიძე ქართული_ოცნება batumidaily