ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

Zugdidi Daily

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. გზები რეაბილიტირდება როგორც ქალაქის, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა. „ზუგდიდში ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ამჯერად რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში გავეცანით. ეს გზა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. გზის რეაბილიტაციის შედეგად მოქალაქეები კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლენენ“-აღნიშნა გიგა ფარულავამ. რუხის გზა ერთმანეთთან რუხსა და ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ზაურ თოდუას ქუჩაზე და საავადმყოფოსთან მისასვლელი გზები მოეწყო. ასევე, მიმდინარეობს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობა. აშენდება რუხის საბავშვო ბაღი. მიმდინარეობს ავტოპარკის მშენებლობა. აშენდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა. აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი და სავაჭრო ცენტრი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ზუგდიდი #გზა #რეაბილიტაცია #სამეგრელო #zugdididaily წყარო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია