ზუგდიდში მამაკაცმა მეზობელს სახეში ესროლა

Zugdidi Daily

გდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში მამაკაცმა მეზობელს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლა. დაშავებულს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა. როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით მომხდარზე 1970 წელს დაბადებული პირია დაკავებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სამართალი #პოლიცია #uzuzgdididaily წყარო: რადიო ათინათი