"ქართული ოცნების" და ყანდიაშვილის ოფიციალური კავშირი არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება - მდინარაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142903 კოკა ყანდიაშვილს "ქართულ ოცნებასთან" ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ "ქართული ოცნებიდან" არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება - ამის შესახებ განცახდება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძე ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილს "ქართულ ოცნებასთან" ოფიციალური კავშირის არ აქვს. მისივე თქმით, ყანდიაშვილი მმართველი პარტიის მხარდამჭერია. "ამ ადამიანს ოფიციალურად 2013 წლიდან "ქართულ ოცნებასთან" შეხება არ აქვს. ეს ყველამ იცის და უნდა ვაღიაროთ, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ის ადამიანი ებრძვის "ნაციონალურ მოძრაობას" და ძალიან დიდი ხანია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში. მას, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის და ვიცით, ჰქონდა "ესპერსონას" სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუქ სივრცეში. "ქართულ ოცნებასთან" მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ ქართული ოცნებიდან, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს", - განაცხადა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.