სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა
Zugdidi Daily
სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა.
პროექტი, რომლის ჯამური ღრებულება 1.9 მილიონ ლარს შეადგენს
- საქართლოს მთვრობამ დააფინანსა.
ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.
როგორც ცნობილია, აქამდე სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სასწავლებლად სიარული ამბულატორიის შენობაში უწევდათ.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#განათლება
#ბაღი
#ახალიამბები
#ანაკლია
#zugdididaily
ფოტო: ზუგდიდს მუნიციპალიტეტის მერია