ზალკალიანი გაეროს უშიშროების საბჭოს ონლაინ დაესწრება
Tbilisi Daily
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში ესტონეთის რესპუბლიკის როტაციული თავმჯდომარეობის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის ვიდეო-კონფერენციაში, სახელწოდებით „75 წელი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან – მომავალში მსგავსი სისასტიკეების თავიდან ასაცილებლად ნასწავლი გაკვეთილები, უშიშროების საბჭოს ვალდებულება“.
მაღალი დონის ღონისძიებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე 50-მდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. ამასთან, ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, ევროკომისიის პრეზიდენტი.
თავის გამოსვლაში, მინისტრი ზალკალიანი ისაუბრებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ამ კონტექსტში უშიშროების საბჭოს როლზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების და გაეროს ქარტიის დებულებების უპირობო შესრულების აუცილებლობაზე.
მინისტრი, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებზე და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
#news
#გაერო
#un
#ზალკალიანი
#საგარეოსაქმეთასამინისტრო
#tbilisidaily
#dailynews