18 დღეში პირბადის ტარების წესის დარღვევის 800-ზე მეტი ფაქტი გამოავლინეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პირბადეების ტარების სავალდებულო წესის ამოქმედებიდან 18 დღეში სამართალდამცავებმა 831 სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 810 ფიზიკური პირია, ერთი - იურიდიული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო.  როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევა ქვემო ქართლის რეგიონში არ დაუფიქსირებიათ. საქართველოს პარლამენტმა პირბადეების ტარების სავალდებულო წესი 12 ივნისს დაამტკიცა და იმავე დღეს ამოქმედდა. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდება, იურიდიული - 500 ლარით.   პირბადის ტარება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულოა, მათ შორის ტრანსპორტში და კაფე-ბარებში შეკვეთის მიღებამდე. არსებობს გამონაკლისებიც, მოქალაქეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაბამისი ცნობის არსებობის შემთხვევაში და 6 წლამდე ბავშვისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის. https://www.radiotavisupleba.ge/a/30763497.html #ახალი_ამბები #twitter