შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს თამაზ ხომასურისძის დაკავების ფაქტი, დამატებით დეტალებზე შსს-ში ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებენ. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს უწყების პრესსამსახურში  ფაქტთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. თამაზ ხომასურიძე  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სამქეზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამაა. ხომასურიძე შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გასულ კვირაში ის პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს მართავდა, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან  შეხვედრის მოთხვონით, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღებით იმოქრებოდა. ასევე ნახეთ: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა სასამართლოში გამოკითხეს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამის თქმით, სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობა იპოვა შეუძლია თუ არა გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სიცრუის დეტექტორით დაკითხვა?   https://www.radiotavisupleba.ge/a/30833074.html #ახალი_ამბები #twitter