უფლისციხეში ველობილიკების მოწყობა იგეგმება

Gori Daily

გორის მერიამ 60 000 ლარი გამოყო იმისათვის, რომ უფლისციხეში ველობილიკები მოეწყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ 7 ივლისს მიიღო. გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს. გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება და გზების დახაზვა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაოები სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე შესრულდება, იქ სადაც უფლისციხის მუზეუმი მდებარეობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #საინტერესო #უფლისციხე #goridaily #ახალიამბები