საქართველოში მკურნალობის გამო ჩარჩენილი აფხაზეთის მკვიდრები მალე დაბრუნდებიან სახლებში
Sokhumi Daily
14 მარტს საქართველოსთან საზღვარი მაშინდელი ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას ბრძანებით დაიკეტა.
აფხაზეთის ის მოქალაქეები, ვინც საქართველოში მკურნალობდნენ, 26 მაისიდან უკან შეძლებენ დაბრუნებას.
აფხაზეთის ტერიტორიაზე შემავალი ყველა მოქალაქე შემოწმდება ენგურის საგუშაგოზე ექიმების მიერ, რომლებიც შეამოწმებენ ინფექციური დაავადების სიმპტომების არსებობას ან არარსებობას.
ამასთან, ყველა ის მოქალაქე, რომელიც გადადის აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვალდებულია შეასრულოს 14 დღიანი იზოლაცია.
პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთში დაფიქსირდა ინფიცირების 28 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#sokhumidaily