ზუგდიდში სამართალდამცველებმა სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ზუგდიდში, 'საქართველოს ბანკის' მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს. ინცინდენტს წინ უძღოდა გიგი უგულავას და სამოქალაქო აქტივისტ გიორგი გაბედავას შორის სიტყვიერი შელაპარაკება. ამ დროისთვის უცნობია დაკავებული პირის ვინაობა, ის სამართალდამცველებმა ავტომობილში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს.