ივანიშვილმა ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება - აფგან მუხთარლი
Pirveliradio Ge
მივესალმები ივანიშვილს. მან ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება, - ეს განცხადება აზერბაიჯანემა ჟურნალისტმა, აფგან მუხტარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მანამდე, მას ბერლინის აეროპორტში უარი უთხრეს საქართველოში გამგზავრებაზე. როგორც ჟურნალისტი Facebook-ზე წერს, საქართველოს ავიახაზები და საქართველოს საკონსულო გერმანიაში დაბრკოლებებს უქმნის. მისი განმარტებით, ეუბნებიან, რომ საბუთები წესრიგში არ აქვს, როგორც მუხთარლი წერს, ეს სიცრუეა.
"საქართველოს ავიახაზები და საკონსულო დაბრკოლებებს ქმნიან - ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში არ მაქვს - რაც სიცრუეა. როგორც ჩანს, იციან რომ ჩამოვდივარ და ცდილობენ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე". - წერს მუხთარლი.