ყოფილი დეპუტატი მინისტრის მოადგილედ– ცვლილება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში
Batumi Daily
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი - ვახტანგ წულაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
29 დეკემბერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ თანამშრომლებს კიდევ ერთი მოადგილე – ირმა აფხაზავა წარუდგინა.
აქამდე აფხაზავა სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
მინისტრის მოადგილეების პოზიციები შეინარჩუნეს მოადგილეებმა – რუსლან ქორიძემ და სულხან მოწყობილმა.
სამინისტროს ყოფილი მინისტრი, ტიტე აროშიძე მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში